კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრის ზაზა სვანაძის განცხადებას სისულელეს უწოდებს.
როგორც მან საიფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" განუცხადა, ზაზა სვანაძეს ის მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ შეხვდა და წესიერად არც კი იცნობს.
"საიდან იცის ზაზა სვანაძემ როგორი ადამიანი ვარ და რა სიები მაქვს?! ასეთ სისულელეზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
ზაზა სვანაძემ მაია ფანჯიკიძეს სნობი უწოდა. როგორც მან დღეს განაცხადა, ფანჯიკიძეს სპეციალური სიები აქვს, რომელშიც იმ ადამინების სახელები წერია, რომელთაც ბიძინა ივანიშვილთან უპრობლემოდ შესვლა შეუძლიათ.
