"პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონს NDI–ის საქმიანობაზე შეზღუდვები არ დაუწესებია
"პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონს NDI–ის საქმიანობაზე შეზღუდვები არ დაუწესებია
15:50 07.03.2012
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" შესულ ცვლილებებს NDI–ს საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია.  აღნიშნული განცხადება ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტიტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვიცი, მათი ძირითადი შეშფოთების საგანი ისაა, რომ კანონის ფარგლებში ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, პროცედურები და განრიგი არ არსებობს," – აღნიშნა ლუის ნავარომ.
მისი თქმით, პარლამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ.
"ჩვენ, მთელი რიგი რეკომენდაციები გვქონდა, რომელიც გავუზიარეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას. მოუთმენლად ველოდებით, როგორ ჩაივლის მათი მოალაპარაკებები", - განაცხადა ლუის ნავარომ.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს დახურულ კარს მიღმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, მისი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი შეხვდნენ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საკანონმდელო წინადადებები კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში მომზადდა. როგორც დღეს კამპანიის მონაწლე ორგანიზაციების წარმომადგნლები აცხადებდნენ, მათი წინადადებები მხოლოდ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეხება. საკანონმდებლო პაკეტი ყველა მოქალაქის უფლების დაცვას მოიცავს.


ბეჭდვა