საპენსიო პაკეტის ოდენობა გაიზრდება
საპენსიო პაკეტის ოდენობა გაიზრდება
15:34 07.03.2012
67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერების საპენსიო პაკეტის ოდენობა 140 ლარამდე გაიზრდება.  აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ანდრია ურუშაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით, 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერი დაეზღვევა.
"შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში შედის", – განაცხადა ურუშაძემ.
ურუშაძე კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს, კონკრეტულად რა იგულისხმება საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე ზრდაში და რის ხარჯებს აანაზღაურებს პენსიონრების დაზღვევა.

ბეჭდვა