ივანიშვილი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების უნიჭობაზე საუბრობს
ივანიშვილი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების უნიჭობაზე საუბრობს
14:23 22.11.2012
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეუძლებელი იქნება ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მოღვაწეობის პერიოდში კანონი დაარღვია, პასუხი მოეთხოვოს.

ამ მიზნით ივანიშვილი სპეციალური ამნისტიის გამოშვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით ამნისტია არ შეეხება მინისტრებს ან დეპუტატებს, თუმცა დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც გადაამეტეს უფლებამოსილებას და არ აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, „მათ მიმართ რაღაც ამნისტიის მსგავსი უნდა იქნას შემუშავებული, რომ ეს პროცესი მუდმივად არ გაგრძელდეს“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გახმაურებულ დაკავებებთან დაკვშირებით დასავლეთში არსებობდა კთხვები, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ახსნა იმისა, თუ რა ხდება საქართველოში, მარტივად მოხდა.

ივანიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა რიტორიკა შეიცვალონ და რეალობაში დაბრუნდნენ.

„შემიძლია თავს უფლება მივცე და ჩვენი ოპონენტების უნიჭობაზე ვისაუბრო. მათ დღესაც არ ჰყოფნით იმის ნიჭი, რომ მოახერხონ და სიმართლეში იცხოვრონ, გააცნობიერონ ის დანაშაული, რაც მათ თავიანთი მოსახლეობის მიმართ ჩაიდინეს და შეტევის ნაცვლად, ბოდიშის მოხდის პოზიცია მაინც დაიჭირონ. ასეთი ქმედებები პროკურატურასთან საჩივრების რიგებს ვერ შეამცირებს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბეჭდვა