"ქართული ოცნების" წარმომადგენელი "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის ზაზა სვანაძის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც მან "ნიუსპრესს" განუცხადა, ზაზა სვანაძეს საერთოდ არ იცნობს.
"არ ვიცი ვინაა ზაზა სვანაძე, ყველა ახირებული ადამიანის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ". - განუცხადა "ნიუსპრესს" თინა ხიდაშელმა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრის ზაზა სვანაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებებს თინა ხიდაშელი იღებს და ბიძინა ივანიშვილის კართან არავის უშვებს.
