ესტონეთმა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა
ესტონეთმა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა
19:02 21.11.2012
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ესტონეთის მიერ სამგზავრო დოკუმენტად აღიარების
შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს ოფიციალურად აცნობა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის თანახმად, უწყებამ მიიღო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნიმუში, თანდართული ინფორმაცია და
ზემოხსენებული დოკუმენტი აღიარებულია ესტონეთში მგზავრობისთვის ვალიდურ დოკუმენტად.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს
ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელისა და ესტონეთის მიერ.

ბეჭდვა