კახა კუკავა დუმის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა
კახა კუკავა დუმის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა
18:55 21.11.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“თავმჯდომარე კახა კუკავა მოსკოვში ვიზიტს აგრძელებს.
დღეს კუკავამ და „რუსი და ქართველი ერების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა შეხვედრა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსეი პუშკოვთან გამართეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და სამომავლო პერსპექტივები იქნა განხილული.


ბეჭდვა