პარლამენტის ბიუროს პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ პირთა შესახებ დადგენილების პროექტი წარედგინა
პარლამენტის ბიუროს პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ პირთა შესახებ დადგენილების პროექტი წარედგინა
18:25 21.11.2012
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ და დევნილ პირთა თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.

დადგენილებას თან ერთვის პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულად ცნობილი 185 პირისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი 22 პირის სია. ეკა ბესელიას განცხადებით, თითოეულ მათგანზე წარმოდგენილია დოკუმენტური დასაბუთებაც.

ბიუროს წევრებმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

ბეჭდვა