საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სტრასბურგში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე,დაგეგმილ რეფორმებზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება საუბარი.საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდრებიან აგრეთვე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიაკს.
პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები უკვე გამართეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. შეხვედრები გარდამავალი პერიოდის პრობლემებს შეეხებოდა.საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროსაბჭოს მიმართეს თხოვნით დახმარება გაუწიონ პოლიტიკური პროცესების მონიტორინგსა და პრობლემების მოგვარებაში.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 23 ნოემბერს დაბრუნდება.
