ბიძინა ივანიშვილი დევიდ ლიდინგტონს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი დევიდ ლიდინგტონს შეხვდა
17:34 21.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ბრიტანელ მინისტრს იმ მთავარი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, მათ შორის საქართველო - რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებისა და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სწრაფვის საკითხებზე.

შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და დევიდ ლიდინგტონს იმ დახმარებისთვის, რასაც ბრიტანეთი საქართველოს უწევს, მადლობა გადაუხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა აგრეთვე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე.

ბეჭდვა