„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მოსკოვში კონფერენციას დაესწრნენ
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მოსკოვში კონფერენციას დაესწრნენ
18:20 20.11.2012
მოსკოვში, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დღეს გამართულ კონფერენციას რუს მეცნიერებთან ერთად, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და ზაზა აბაშიძე, ასევე წმინდა სინოდის წევრები - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სამთავისის და გორის ეპარქიის მიტროლოპიტი ანდრია, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ესწრებოდნენ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერი კახა კუკავა ხვალ მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს გამართავს.

ბეჭდვა