ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
17:11 20.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფოქსს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ რთულ ვითარებას.

„ქართველი ერი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ისრაელისა და პალესტინის ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს სიტუაცია, რათა აღარ განმეორდეს ძალადობის ესკალაცია და აღდგეს მშვიდობიანი პროცესები. ისრაელს, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სარაკეტო დარტყმებისგან. იმისთვის, რომ ორმა სახელმწიფომ შეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

ბეჭდვა