ალექსი პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ესწრებიან
ალექსი პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ესწრებიან
15:22 20.11.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია ახალი შემადგენლობით კომისიის სხდომას პირველად ესწრება. დაგეგმილია პოლიტიკურად აქტუალური საკითხების ნატოს მხარისათვის გაცნობა.

მხარეები ასევე განიხილავენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა საკითხებს.

ბეჭდვა