ვანო ჩხარტიშვილი ინა გუდავაძის განცხადებას ეხმიანება
ვანო ჩხარტიშვილი ინა გუდავაძის განცხადებას ეხმიანება
16:37 16.11.2012
ვანო ჩხარტიშვილი ინა გუდავაძის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც ჩხარტიშვილის პრეს -მდივნის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ინა გუდავაძეს და მის ოჯახს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ანონიმური და იაფფასიანი ვიდეოპასკვილის შექმნასთან და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით ამ სიცრუის ტირაჟირებასთან.

„ პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას იმისათვის, რომ ორი კერძო სუბიექტის ბიზნეს-დავა საზოგადოების ზედმეტი ყურადღების საგანი გახდა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ სასამართლო დავის წამოწყება და ამის შესახებ მედიის ინფორმირების ინიციატივა, თავის დროზე, სწორედ ქალბატონ ინასგან წამოვიდა. გვინდა ვირწმუნოთ ქალბატონი ინას გუშინდელი განცხადების, რომ მას და მის ოჯახს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ანონიმური და იაფფასიანი ვიდეოპასკვილის „იმედზე“ შექმნასთან და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით ამ სიცრუის ტირაჟირებასთან. კარგია, რომ ქალბატონი ინა გაემიჯნა ამ ბინძურ კამპანიას. მივმართავთ ქალბატონ ინას შემდგომშიც დარჩეს ბიზნეს-დავების ცივილიზებული მოგვარების ჩარჩოებში. სხვათაშორის, ჩვენ იმთავითვე მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ ეს დავა და გაუგებრობები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავჭრათ, თუ არა, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული დამოუკიდებელი სასამართლო მიუკერძოებლად და ობიექტურად დაადგენს სიმართლეს“-ნათქვამია განცხადებაში.



ბეჭდვა