ივანიშვილის თქმით მას პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების სურვილი არა აქვს
ივანიშვილის თქმით მას პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების სურვილი არა აქვს
12:58 16.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირადად მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არავითარი სურვილი არა აქვს.

„პირადად მე ამის სურვილი არ მაქვს. უპირველეს ყოვლისა ამას ვერ გაიგებდნენ ევროპაში. ეს პოლიტიკური შურისძიების და არა სამართლებრივი პროცესის სახეს მიიღებდა. ჩვენ ვუძლებთ ამ ცდუნებას და ასეც გავაგრძელებთ, რათა ქვეყანამ სახე შეინარჩუნოს. მაგრამ მე არ შემიძლია დავაბრკოლო იუსტიციის მუშაობა“ - განაცხადა პრემიერმა “DIE PRESS” -თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ეკონომიკა მონოპოლიზებულია. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ლიბერალური მიდგომის და მეწარმეებს შორის კონკურენციის მომხრეა. ამასთან მისი უმნიშვნელოვანესი გეგმა სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შექმნაა, რაც ქვეყანას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაშიც დაეხმარება.

პრემიერ-მინისტრი გამორიცხავს აგრეთვე მის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზების შესაძლებლობას. „ჩემი პოლიტიკა თვალთმაქცობა არ არის. საკაშვილის ხალხი მოვიდა, აკეთა საქმეები და გაძარცვა ქვეყანა. სამაგიეროდ მე 2 მილიარდი დავახარჯე ქვეყანას და ამას მომავალშიც გავაგრძლებ. მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა. ამიტომ ასეთი საფრთხე არ არსებობს“ - აცხადებს ივანიშვილი.

ბეჭდვა