კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მოთხოვნით, პარლამენტს მიმართავენ.
როგორც კამპანიის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, შესაბამისი მიმართვა საკანონმდებლო ორგანში 9 მარტს შევა.
კამპანიის მონაწილეები ამავე შინაარსის მიმართვას ევროკავშირსა და ეუთოს გაუგზავნიან.
