საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
პრემიერის „fecebook“-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ის პროექტები გააცნო, რომელსაც ეუთო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში ახორციელებს. თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა მას მთავრობის ხედვა გააცნო და უკვე არსებული პროექტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
