საქართველოს პრეზიდენტი კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა
13:27 15.11.2012
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტის „facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს, „ იმ პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია. პრეზიდენტი ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითავისოს“.

პრეზიდენტის „facebook“-ის გვერდის ინფორმაციითვე, სააკაშვილმა ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც გაამახვილა. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მოხდება სავიზო რეჟიმის გამარტივება. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა დარბაზში შეკრებილი ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ბეჭდვა