პრემიერ-მინისტრი ნატო-ში აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ნატო-ში აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა
13:09 15.11.2012
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს ივო დაალდერისს შეხვდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში წუხელ, გვიან ღამით დაბრუნდა.


ბეჭდვა