თეა წულუკიანი ადეიშვილის შესაძლო ბრალეულობას არ გამორიცხავს
თეა წულუკიანი ადეიშვილის შესაძლო ბრალეულობას არ გამორიცხავს
11:07 15.11.2012
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტავისი წინამორბევის, ზურაბ ადეიშვილის შესაძლო ბრალეულობის საკითხს არ გამორიცხავს.

„რამდენადაც ჩვენ ამ მომენტისთვის ინფორმაციების შესწავლა მოვასწარით, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთ საქმეზე, ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი როლი გამოიკვეთოს“ - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე. „ერთადერთი, რაც მის გვარს ამ დროისთვის უკავშირდება, ესაა გირგვლიანის საქმის სრულყოფილად გამოძიების დაწყება“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მაესტროს ეთერში.

ბეჭდვა