ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება
ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება
17:26 14.11.2012
საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება.

ამის შესახბ ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურმნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ფანჯიკიძის ინფორმაციით, ხვალ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი ეწვევა,რასაც პრემიერის ვაშინგტონში პირველი ვიზიტის მოსამზადებელი სახე ექნება.

„ვადასტურებ, რომ ხვალ ფილიპ გორდონი ჩამოდის საქართველოში. მე მას შაბათს შევხვდები. ეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა პრემიერის ვაშინგტონში პირველი ვიზიტისა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა