საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და მათ საქართველოს ხელისუფლების გეგმები გააცნო.
მისი თქმით, უცხოეთში ყოფნა ადამიანს მაშინ უხარია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება აქვს.
„მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი სამშობლოდან იძულებით არის წასული. ეს არის
ცუდი, თორემ უცხო ქვეყნის ნახვა და მოგზაურობა ძალიან კარგია. კარგია სწავლა,
კარგია მოგზაურობა, ეს ყველაფერი კარგია მაშინ, როდესაც შენს სახლში ხარ
კარგად და საკუთარ ქვეყანაში თავს ღირსეულ მოქალაქედ გრძნობ“–განაცხადა
ივანიშვილმა შეხვედრაზე..
ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრმა პირობა მისცა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ სამართლიანობის აღდგენით, ეკონომიკური განვითარებით, სამუშაო ადგილების შექმნით, ხელისუფლება მოახერხებს და ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნის თითოეულ მოქალაქეს.
საქართველო პრემიერ–მინისტრმა შეხვედრაზე გაახმოვანა აგრეთვე კიდევ ერთი ინიციატივა,რომლის თანახმადაც, შეიქმნება საინვესტიციო ფონდი,რომელიც ბიზნეს–პროექტებს განიხილავს.
„შევქმნით საინვესტიციო ფონდს, სადაც მოვიწვებთ სპეციალისტებს და განვიხილავთ
ბიზნეს–პროექტებს. თუ საინტერესო ბიზნეს–პროექტის ავტორს ექნება 25%–მდე
დაფინანსების საშუალება, ამ ფონდიდან დამატებით მიიღებს 75%–მდე დაფინასებას.
ამას გარდა, შეიქმნება კრეატიული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კრეატიული
პროექტების პაკეტის შექმნაზე“–განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
