საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ახალი მთავრობის კონკრეტული გეგმები ალიანსთან ურთიერთობის კუთხით.
