ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
15:43 13.11.2012
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბელგიაში დაიწყო. როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე გამართავს, მათ შორის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან. კარნეგის ცენტრში სააკაშვილი სიტყვითაც გამოვა.

ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს მიმოიხილავს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ბელგიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილი პრაღიდან გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ბეჭდვა