სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბელგიის საემიგრაციო სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბელგიის საემიგრაციო სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა
18:29 12.11.2012
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე დღეს ბელგიის საემიგრაციო სამსახურის გენერალურ დირექტორს ფრედი რუსმონტს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და საუბარი საემიგრაციო საკითხებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების გარშემო წარიმართა.

მხარეები ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ასევე ბელგიაში ქართული ემიგრაციის პრობლემებს.

ბეჭდვა