საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
18:13 12.11.2012
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

ბეჭდვა