თავდაცვის მინისტრსა და „ნატო“-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თავდაცვის მინისტრსა და „ნატო“-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
14:37 09.11.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა. მათ აგრეთვე ისაუბრეს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან შედგება.

აღნიშნულ შეხვედრაზე 12-14 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიემგზავრებიან .


ბეჭდვა