თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა საქართველო დატოვა
თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა საქართველო დატოვა
12:28 09.11.2012
თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ საქართველო დატოვა.
ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან -დემოკრატების“ თავმჯდომარემ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მერიის განვითარების ფონდის მიმართ ყოველთვის არსებობდა შეკითხვები, თუმცა მათზე ამომწურავ ან სრულყოფილ პასუხს მისი ფრაქცია და ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ იღებდნენ, რაც ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი გახდა. ეჭვი კი მას შემდეგ გაძლიერდა, როცა არჩევნების შემდეგ საბანაძემ საქართველო დატოვა.

„მივმართავ საკრებულოს ,„ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათ უზრუნველყონ საკუთარი თანაგუნდელის საქართველოში დაბრუნება,რათა ბატონი საბანაძე წარსდგეს ფრაქცია „ ქრისტიან-დემოკრატების“ წინაშე იმისთვის, რომ დაისვას მასთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა და მივიღოთ პასუხები“-აცხადებს გაბუნია.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მოთხოვნით ის მთავარ პროკურორს მიმართავს.
მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული პირი , იძულებული გავხდები მივმართო მთავარ პროკურორს, რომ მან განახორციელოს კანონიერი უფლებამოსილება გიორგი საბანაძის საქართველოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“-აცხადებს გაბუნია.

ბეჭდვა