გარემოს დაცვის მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვის მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
11:52 09.11.2012
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამინისტროს
შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციითვე განხილულ იქნა აგრეთვე სამინისტროში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები, აგრეთვე სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდასა და ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა.მანვე ელჩს, ევროკავშირის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ბეჭდვა