„საქართველოს გზა“ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
16:24 07.11.2012
პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
„საჭიროდ მიგვაჩნია პარლამენტში შეიქმნას ცალკე საგამოძიებო კომისია, ან არსებული კომისიის შემადგენლობაში ჩამოყალიბდეს ცალკე მიმართულება, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას 7 ნოემბრის, 26 მაისის აქციების ბათუმსა და თბილისში, 15 ივნისის (ახალგაზრული ორგანიზაციების დარბევა სამმართველოსთან და ჟურნალისტებისათვის გადაღებული მასალის წართმევა), 6 მაისის (დარბევა სამმართველოსთან, სადაც მოქალაქემ თვალი დაკარგა), მოჭიდავეების აქციის ( გმირთა მოედანზე) კაფე მარჯანოვში პრეზიდენტის ვიზიტისას მოქალაქეების და ჟურნალისტების დარბევის ფაქტებს“-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს გზა“ ქართველ ხალხსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 7 ნოემბერს დარბეული და წართმეული ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნებასაც ულოცავს.
„ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ნელ-ნელა მიმდინარეობს ქვეყნის გამოყვანა კრიზისული მდგომარეობიდან და სამართლიანობის დამკვიდრება. პირველი ნაბიჯი ტელეკომპანია იმედის დაბრუნებაა. პოლიტიკური პარტია ”საქართველოს გზა” 5 წლიანი ლოდინის შემდეგ ქართველ ხალხს და პატარკაციშვილების ოჯახს ულოცავს 7 ნოემბერს დარბეული და წართმეული ტელეკომპანია ”იმედის” დაბრუნებას“-აღნიშნულია განცხადებაში.