თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მოწოდება შეეზღუდა
თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მოწოდება შეეზღუდა
10:15 07.03.2012
ჩუღურეთის, საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს დღეს ენერგომომარაგება შეეზღუდა.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე შუქი აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, უზნაძის, მარჯანიშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებს გაეთიშა.

ენერგომომარაგება 17:00 საათამდე საბურთალოზე - საირმის გორას, ბურძგლას და მის მიმდებარე ქუჩებზეც იზღუდება; 16:00 საათამდე კი - გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების ნაწილში.

ბეჭდვა