ბიძინა ივანიშვილი ქალთა გლობალურ საკითხებში აშშ-ს ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ქალთა გლობალურ საკითხებში აშშ-ს ელჩს შეხვდა
13:47 07.11.2012

საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო ელჩს ქალთა გლობალურ საკითხებში, მელან ვერვეერს შეხვდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მელან ვერვეერმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ–მინისტრად არჩევა მიულოცა და ქვეყნის განვითარების საქმეში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ქალების როლზე ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღოს რჩევები, რათა საქართველოში ქალის როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს

ბეჭდვა