უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინა ხატისკაცს წარადგენს
უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინა ხატისკაცს წარადგენს
13:41 07.11.2012

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინა ხატისკაცის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

„უმრავლესობის სამივე ფრაქცია შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნება ნინო ხატისკაცი. ჩვენ მას ხვალ უმრავლესობის სხდომაზე მოვიწვევთ, გვექნება მასთან შეხვედრა. გვინდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოვისმინოთ და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“ - განაცხადა საგანელიძემ.

ამ დრომდე სახალხო დამცველის პოსტზე სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ ექვსი კანდიდატი იყო დასახელებული.

ყოფილი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის უფლებამოსილების შეჩერებას პარლამენტი დღეს უყრის კენჭს

ბეჭდვა