„დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტი“ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მოვლენებთან ერთად 26 მაისის მოვლენების გამოძიებასაც სთხოვს
„დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტი“ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მოვლენებთან ერთად 26 მაისის მოვლენების გამოძიებასაც სთხოვს
15:38 06.11.2012
„დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტი“ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებასთან ერთად 26 მაისის მოვლენების გამოძიებასაც სთხოვს. ინსტიტუტის პრეზიდენტის ოთარ ანგურიძის განცხადებით,“ ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლება მართლაც შექმნის შესაბამის კომისიას, რომელიც შეისწავლის წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს და მათ შორის 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსაც“.

„ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ითხოვს 2007 წლის მოვლენების გამოძიებას და არ ახსენებს 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს, უშვებს შეცდომას ან უარეს შემთხვევაში - ჩადის დანაშაულს, რადგან 2011 წლის მოვლენები იყო გაცილებით დანაშაულებრივი, და მეტიც, ფაშისტური ვიდრე სხვა წინა შემთხვევები.
მოვუწოდებთ ასეთ პოლიტიკოსებს, რომ საზოგადოების პრობლემები საკუთარ პრობლემებად გაიხადონ და გახდნენ მაგალითები საზოგადოებრივი სოლიდარობისა“ - ნათქვამია ანგურიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა