მამუკა კაციტაძე დღეს გასვლით შეხვედრას კახეთში გამართავს
მამუკა კაციტაძე დღეს გასვლით შეხვედრას კახეთში გამართავს
10:08 07.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე დღეს გასვლით შეხვედრას კახეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, კაციტაძე რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.
რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრებმა მსგავსი შეხვედრა გუშინ გორში გამართეს.

ბეჭდვა