ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა
17:54 26.10.2012
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა.

როგორც „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, ნეთანიაჰუსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრეს და ამ ურთიერთობების მომავალში უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში მიიწვია, რასაც ივანიშვილი დათანხმდა.

ბეჭდვა