ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგების შენარჩუნებას გეგმავს
ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგების შენარჩუნებას გეგმავს
14:49 26.10.2012
საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე გეგმავს სამინისტროში ორშაბათის ბრიფინგების ჩატარების ტრადიცია შეინარჩუნოს.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა უწყებისთვის პრესასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბრიფინგები ისეთი თემაა, რომელიც ჩემთვის ახლობელი და მნიშვნელოვანია. მთელი წლის განმავლობაში დიდი სიამოვნებით ვასრულებდი პრესსპიკერის მოვალეობას და ეს იყო ჩემთვის კარგი და სასიამოვნო გამოცდილება, ზოგჯერ დასმული უსიამოვნი კითხვების მიუხედავად“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ბეჭდვა