მაია ფანჯიკიძე ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებს უმნიშვნელოვანესს უწოდებს
მაია ფანჯიკიძე ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებს უმნიშვნელოვანესს უწოდებს
13:55 26.10.2012
საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით მას არა აქვს გადაწყვეტილი თუ ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტროს ყველა თანამშრომელს შეხვდება და შეიტყობს მათ კომპეტენციას და საქმეებს, რომლებსაც ისინი კურირებენ, ეს საკითხი 2-3 დღეში გაირკვევა.

ფანჯიკიძის განცხადებით, მას ცალსახად შეუძლია იმის თქმა, რომ ეს თემა კვლავ დარჩება საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფელში და მას მინისტრის მოადგილე გაუძღვება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო 21-ე რაუნდი 11ოქტომბერს გაიმართა, შემდეგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

ბეჭდვა