ივანიშვილის თქმით, დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს
ივანიშვილის თქმით, დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს
19:00 25.10.2012
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეჭვს გამოთქვამს სახელმწიფო შენობებში დევნილების ორგანიზებულ შეჭრასთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ივანიშვილმა განუცხადა, დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით, მთავრობა შეიკრიბება და კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს.

„მგონი ძველმა ხელისუფლებამ არჩევნების დროს მათთვის რაღაც დაპირებები გასცა და ახლა, ეტყობა ან ამ დაპირებებს ასრულებენ ან რაღაც ამის მსგავსი ხდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სხდომაზე უწყებების მიერ სასწრაფოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს, მათ შორისაა საგაზაფხულოდ სოფლის მეურნეობისთვის შესაძენი ტექნიკის საკითხი, ჯანდაცვის პოლისები და სხვა.

ამასთან, ივანიშვილის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, ორშაბათს, მთავრობის სხდომა გაიმართება. პირველ ეტაპზე მინისტრები ხშირ შეხვედრებს გამართავენ.

ბეჭდვა