ბობიხიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დაპირებები ოცნებად დარჩება
ბობიხიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დაპირებები ოცნებად დარჩება
16:11 25.10.2012
საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმა ვერ შესრულდება და კვლავაც ოცნებად დარჩება.

მან უმრავლესობა აგრესიულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარლამენტი არ შეკრებილა „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმისა და დაპირებების განსახილველად, რომელშიც, მისივე თქმით, მართლაც იყო შეცდომები და შეუსრულებელი დაპირებები.

ბობოხიძის თქმით, ივანიშვილის მიერ წარდგენილი პროგრამა იყო არა სამოქმედო გეგმა, არამედ კონცეპტუალური ხედვები, რომელშიც საინტერესო ინიციტივები გაჟღერდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენისას დღევანდელი დოკუმენტი კონკრეტულად იქნება გაწერილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებები ვერ შესრულდება წელიწადნახევრში, ის აღარ იქნება პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე, რადგან წელიწადნახევრის შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

„როგორც ჩანს, თქვენ პატიოსნად მოექეცით საქართველოს მოსახლეობას, როდესაც დაპირებებს დაარქვით „ქართული ოცნება“ და მე მეშინია, რომ თქვენი დაპირებები ვერ შესრულდება და კვლავ დარჩება ოცნებად“ - განაცხადა ბობოხიძემ.

ბეჭდვა