მანანა კობახიძე უმცირესობას გირგვლიანის მკვლელობისა და 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეებს ახსენებს
მანანა კობახიძე უმცირესობას გირგვლიანის მკვლელობისა და 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეებს ახსენებს
15:39 25.10.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კოლეგებს უმცირესობიდან ურჩევს შორეულ ისტორიულ წიაღსვლებთან ერთად, ახლო წარსულიც გაიხსენონ.
პარლამენტის სხდომაზე კობახიძემ უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც 8 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, 2007 წლის 7 ნოემბერი, ასევე, 2011 წლის 26 მაისი და სხვა მსგავსი მოვლენები შეახსენა და განუცხადა, რომ ისინი სწორედ წინა ხელისუფლების ანგარიშზეა.

„ეტყობა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მეხსიერება ცოტა მოკლეა. თქვენს მთავრობაზეა 2009 წლის 9 აპრილიც, 2007 წლის 7 ნოემბერიც და 2011 წლის 26 მაისიც, როდესაც აღლუმს მართავდით და იქვე მაღაზიის სახურავებზე გვამები იყო შემოდებული. თქვენი მთავრობიდან არის გაქცეული სამი მინისტრი, რომელთაგან ზოგიერთის სახე საზოგადოებას წლებია არ უნახავს“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ, თუმცა, პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.

ამასთან, უმცირესობას კობახიძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე შეახსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.



ბეჭდვა