საპარლამენტო უმცირესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 
სიტყვით გამოსვლა ამ წუთებში დაასრულა, კითხვები არ აქვს. 
როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ვინაიდან გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატთა გეგმების საკმაოდ დეტალური განხილვა შედგა, სადაც დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის ყველა კითხვა დაესვათ,  დღეს მათ შეკითხვები არ აქვთ. 
„ჩვენ გავუფრთხილდებით თქვენს და ჩვენს დროს და კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ვიმუშავებთ“-აღნიშნა ბაქრაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში დეპუტატებს მომავალი მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო.                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       