შსს საშინაო საქმეთა სამინისტროდ ჩამოყალიბდება
შსს საშინაო საქმეთა სამინისტროდ ჩამოყალიბდება
12:54 25.10.2012
ახალი ხელისუფლების პირობებში საქართვლოს შსს საშინაო საქმეთა სამინისტროდ გარდაიქმნება და ის სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.

ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ამოქმედდება პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი.

სამინისტროს სტრუქტურულ ცვლილებაზე საუბრისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს გამოეყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შეიქმნება ახალი დამოუკიდებელი ერთიანი უსაფრთხოების სამსახური, ახალი სტრუქტურტით, შინაარსით და ფორმით.

„ახალი სამსახურის ამოცანა იქნება საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზება. სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებაში არ უნდა შედიოდეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.







ბეჭდვა