ეროვნულ სააგენტოებისთვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება
ეროვნულ სააგენტოებისთვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება
19:13 06.03.2012
შესყიდვების და სურსათის ეროვნულ სააგენტებისთვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილება შედის.

კანონპროექტის თანახმად, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება ექნებათ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი, მათთვის საჭირო ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ. ისინი ვალდებულები იქნებიან ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვან.

ახალი კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია, გია გოგუაძე და ზვიად კუკავა არიან.





ბეჭდვა