პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, აფხაზეთის დაბრუნების გარანტი ძლიერი, განვითარებული საქართველო იქნება.
ამის შესახებ მან ჩხოროწყუს მოსალხოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ესაუბრა.
მისი განცხადებით, სამეგრელო ეკონომიკური ცენტრი იქნება, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონს დამატებით შემოსავალს მოუტანს.
ამასთან, მისი თქმით, კომპანია "სოკართან" მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა რეგიონის გაზიფიცირება დაჩქარდეს.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძემ დაბა ჩხოროწყუში მშენებარე მრავალპროფილიანი საავადმყოფო დაათვალიერა, რომელიც მაისში ამოქმედდება.
