პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.   
როგორც პარლამენტში ჟურნალისტებს ივანიშვილმა განუცხადა,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცრუობენ. 
„ისინი ცრუობენ და მათ ტყუილი უკვე ჩვევებში აქვთ. იქნებ ტყუილს თავი დაანებონ, რადგან ზეწოლა არავისზე ხორციელდება“ - განაცხადა ივანიშვილმა. 
გუშინ, დეპუტატმა  ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ  ახალი ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის მიზნით, საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე ზეწოლას ახდენს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       