პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუთაისის ხელისუფლებას არამიზნობრივ ხარჯვასა და უხარისხო პროექტების დაფინანსებაში ადანაშაულებს.
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ზვიად წაქაძის განცხადებით, ქუთაისში უმიზნო პროექტები ხორციელდება და იგი მხოლოდ სააკაშვილის პიარ-კამპანიას ემსახურება.
"პარტია "თავისუფალი საქართველო" ქალაქის ხელისუფლებას უხარისხო პროექტების დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ქუთაისში თოვლის გამო ქალაქი პარალიზებული იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი , გზის გასასუფთავებლად ტექნიკის გამოყვანა ვერ მოახერხა.
