"ქართული ოცნება" ხაშურის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას უკან დახევად აფასებს
"ქართული ოცნება" ხაშურის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას უკან დახევად აფასებს
18:49 06.03.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" ხაშურის პოლიციის სამმართველს უფროსის გიორგი ხარჩილაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს, პოლიციის უკან დახევად აფასებს.
ამის შესახებ საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, კოალიციის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი სწრაფად გამოიღო.
"მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამართლიანობის აღდგენას და დაცვას გაცილებით მეტი სჭირდება. ამიტომ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა მსგავს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხს აგებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებული სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისიტრომ გაავრცელა. ბრალდებული სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში 28 თებერვალს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით ,იგი კიბის მოაჯირიდან გადავარდა.

ბეჭდვა