მინისტრობის კანდიდატებს ხვალ საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ
მინისტრობის კანდიდატებს ხვალ საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ
18:52 23.10.2012
მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს ხვალ უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციებში შეხვდებიან.

უმცირესობის სხდომა 12.00 საათზე, ხოლო უმრავლესობის - 15.00 საათზეა დაგეგმილი.

ხვალვე პარლამენტის ბიუროც შეიკრიბება.

ცნობილია, რომ უმცირესობამ პროგრამის განხილვისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა.

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ინფორმაციით, ივანიშვილი განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

მთავრობის შემადგენლობა და მისი სამოქმედო გეგმა პლენარულ სხდომაზე 25 ოქტომბერს განიხილება. დღეს კი, საკომიტეტო მოსმენები გაიმართა.


ბეჭდვა