„ჰელსინკის ჯგუფი“ პრეზიდენტს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს
„ჰელსინკის ჯგუფი“ პრეზიდენტს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს
13:33 23.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს და პოლიტპატიმართა 185 კაციან სიას უგზავნის.

„ჰელსინკის ჯგუფის“ თავმჯდომარის ლალი აფციაურის განცხადებით, ისინი პილიტპატიმართა 10 დღის ვადაში გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, ჯგუფმა იმ 13 პირის სიაც შეადგინა, რომლებსაც ორგანიზაციამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, მათ შორის არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე და სხვები. ორგანიზაცია მათზე ძებნის შეწყვეტას მოითხოვს.

„თბილისის ჰელსინკის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ძებნის შეწყვეტისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სია და მიმართვა შეიტანეს. აღნიშნული მიმართვა მთავრობასა და პარლამენტსაც გადაეგზავნება.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაზა დავითაიას განცხადებით, თუ პრეზიდენტი მათ გათავისუფლებაზე უარს იტყვის, ორგანიზაცია პოლიტპატიმართა გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს დაიწყებს.

ბეჭდვა